პრინცი ჰარი

პრინცი ჰარი საქველმოქმედო საღამოზე სიტყვის წარმოთქმისას ატირდა - ვიდეო

0 კომენტარი
პრინცი ჰარი WellChild Awards-ზე.

პრინცმა ჰარიმ, საქველმოქმედო საღამო WellChilds Awards-ზე სიტყვა წარმოთქვა და გაიხსენა რას გრძნობდა, როდესაც იცოდა რომ მალე პირველი შვილი ეყოლებოდა.

სიტყვის წარმოთქმის დროს, პრინცმა ჰარიმ ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.

"გასულ წელს, როდესაც მე და ჩემი ცოლი ამ საღამოს ვესწრებდით, უკვე ვიცოდით რომ პირველ შვილს ველოდებოდით. ჩვენ გარდა ეს არავინ იცოდა. მახსოვს, მთელი საღამოს განმავლობაში მეგანის ხელი მჭიდროდ მეჭირა და ორივე ვფიქრობდით, როგორი იქნებოდა მშობლობა ერთ დღეს. მეტიც, ვფიქრობდით როგორი იქნება ყველაფრის გაკეთება შვილის დასაცავად და დასახმარებლად, რომელიც შეიძლება გადაუდებელი გამოწვევებითა და ავადმყოფობით დაიბადოს", - თქვა პრინცმა ჰარიმ.

WellChild Awards ყოველწლიური ცერემონიაა, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციის WellChild-ის მიერ ტარდება.

WellChild-ის მიზანია, დაეხმაროს დიდი ბრიტანეთში მცხოვრებ სერიოზული ავადმყოფობებით დაავადებულ ბავშვებსა და მოზარდებს. ორგანიზაცია 1977 წლიდან ფუნქციონირებს და ის ახლა პრინცი ჰარის მფლობელობაშია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები