ჭიათურის მაღარო

ჯორჯიან მანგანეზი: წინასწარი ინფორმაციით, 29 წლის მაღაროელი სანგრევი სამუშაოებისას დაიღუპა

timer.ge

ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში. 29 წლის გ.ბ-ს დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ "წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა".

"ამ დროისთვის "ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს“, - აცხადებს კომპანია. 

ადგილობრივი პროფკავშირების თავმჯდომარის, პაატა სამხარაძის ინფორმაციით კი, მუშა სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოყვა, რაც დაღუპვის მიზეზი გახდა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები