გაერო

ვენესუელა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში აირჩიეს

0 კომენტარი
ნიკოლას მადურო ფოტო: AP

ვენესუელა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში აირჩიეს, რასაც ადამიანის უფლებათა დამცველების პროტესტი მოჰყვა.

საბჭოს 47 წევრიდან ჯერ-ჯერობით 14 აირჩიეს. ლათინური ამერიკისათვის გამოყოფილი 2 ადგილიდან ერთი ვენესუელას შეხვდა, მეორე კი ბრაზილიას. 47 წევრი საბჭოში 3 წლის ვადით აირჩევა.

ვენესუელაში ეკონომიკური და სოციალური კოლაფსის დაწყებიდან ქვეყანა 4.5 მილიონმა ადამიანმა დატოვა. მადურო უკმაყოფილების ჩასახშობად სამხედრო ძალებს იყენებს. აპატიმრებენ აქტივისტებს, ოპოზიციის წევრებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს და ჟურნალისტებს. მიმდინარე წელს გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია წამებაზე, მკვლელობებზე და მოსახლეობისათვის საკვებსა და მედიკამენტებზე წვდომის შეზღუდვაზე.

კრიტიკა მოჰყვა საბჭოში ბრაზილიის არჩევასაც. ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა. მას არაერთხელ დაუჭერია მხარი სამხედრო დიქტატურისათვის და ემხრობა პოლიციის მიერ კრიმინალების "ქუჩაში ტარაკნებივით დახოცვას".

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ადამიანის უფლებათა საბჭოში კონკრეტული ქვეყნის არჩევამ კრიტიკა გამოიწვია. საბჭოში წარსულში აურჩევიათ საუდის არაბეთი, ჩინეთი, ინდონეზია და რუსეთი.

აშშ-მა საბჭო გასულ წელს დატოვა და მიზეზად ისრაელის წინააღმდეგ მიკერძოებულობა დაასახელა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები