ჭიათურია მაღარო

ჯონჯიან მანგანეზი: ჭიათურაში მუშის გარდაცვალება ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული

ფორტუნა

„ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, ჭიათურაში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება ავარიული შემთხვევით, მიწის მასის ჩამოშლით ან ტექნიკური გაუმართაობით არ იყო გამოწვეული.

კომპანია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ შიდა მოკვლევა დაიწყო.

"აღსანიშნავია, რომ დარკვეთის მაღარო, სადაც შემთხვევა მოხდა, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, უკანასკნელად 2 თვის წინ შემოწმდა. სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის შემოწმების აქტის თანახმად, ის უსაფრთხოების სტანდარტებსა და სამუშაო პირობებს აკმაყოფილებს," - წერია განცხადებაში. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შსს-ს სამინისტრო აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 29 წლის ბიჭი გუშინ, 17 ოქტომბერს გარდაიცვალა. 

კომენტარები