ლედი გაგა

ლედი გაგა გამოსვლის დროს ფანთან ერთად სცენიდან გადმოვარდა (ვიდეო)

ლედი გაგამ, რომელსაც ლას ვეგასში შოუ ჰქონდა, ფანი სცენაზე ამოიყვანა და როდესაც ცეკვის დროს მან მომღერალი ხელში აიყვანა ორივე სცენიდნენ გადმოცვივდა. ლედი გაგა ზურგით გადავარდა, ზემოდან კი ფანი დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ეგონა, გაგა ვეღარ ადგებოდა, მომღერალმა ამ ფანთან ერთად თავისი სიმღერა "Million Reasons" შეასრულა და თქვა: " ეს წარმოუდგენელია, ისე გვიყვარს ერთმანეთი, რომ წყეული სცენიდან გადმოვვარდით."

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=7&v=dGG8eeiatpg]

"არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზეა" მიმართა გაგამ ფანს, რომელთან ერთადაც ის სცენიდან გადმოვარდა." ეს შენი ბრალი არ არის და შემპირდი, რომ რაც მოხდა იმას საკუთარ თავს აპატიებ". გაგამ შოუ გააგრძელა და "Bad Romance"-ის შესრულების დროს რთული ქორეოგრაფიული მოძრაობებიც შეასრულა.

გამოსვლის შემდეგ, გაგამ, ტრავმების თავიდან ასაცილებლად, ჯერ 5-10 წუთიანი ყინულის აბაზანა მიიღო შემდეგ კი 20 წუთის განმავლობაში ცხელ წყალში იწვა. მომღერალმა ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

კომენტარები