ავღანეთი

ავღანეთში მეჩეთში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Pajhwok

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციის ქალაქ ჯავ დარას მეჩეთში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პარასკევის ლოცვის დროს აფეთქებამ მეჩეთის სახურავი ჩაანგრია, მომლოცველები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ.  

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები