უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

კანდელაკი: არ შეიძლება მარტო კანონების მცოდნე და გაუნათლებელი ადამიანი იყოს მოსამართლე

0 კომენტარი

"ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა, ტვ პირველი ეთერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე და შალვა თადუმაძეზე ისაუბრა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

"კანონების ცოდნა არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა მნიშვნელოვანი ამბავია, არ შეიძლება რომ მარტო კანონების მცოდნე და მეტი არაფერი იყოს მოსამართლე. სამი კრიტერიუმია - არის პროფესიონალიზმი, ანუ იურისპუდენციის ცოდნა, არის კეთილსინდისიერება და შემდეგ არის ზოგადი განათლება, ფასეულობები. არ შეიძლება, რომ მხოლოდ კანონების მცოდნე და ზოგადად გაუნათლებელი ადამიანი იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

მაგალითად ჩვენ ვნახეთ სხვა კანდიდატი, არ შეიძლება რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, გერმანიის დემოკრატიული ქვეყანა მართლა დემოკრატიული ეგონოს, ეს იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ტოტალიტარული ქვეყანა. ასეთი ადამიანი შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე? ან ადამიანი, რომლის "ბაგაჟში" არის უსამართლო გადაწყვეტილებები და რომელიც ცნობილია იმით, რომ სურს მიესადაგოს ამ თუ სხვა ხელისუფლებას. ასეთი მოსამართლეები ჩვენ მომავალში არ გვჭირდება", - თქვა გიორგი კანდელაკმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები