ლეიკემია

ბავშვი ლეიკემიისგან განკურნებას მამასთან ერთად ცეკვით აღნიშნავს - ვიდეო

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ბავშვი ლეიკემიისგან განკურნებიდან 11 თვის გასვლას მამასთან ერთად ცეკვით აღნიშნავს.

კრისტიანი დაუნის სინდრომით დაიბადა. 14 თვის ასაკში კი მას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.

მამამისის თქმით, ლეიკემიის დიაგნოზის დასმის დღესვე კრისტიანს ერთი ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ ბავშვმა ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა. ექიმები ფიქრობდნენ, რომ ლეიკემიისგან განკურნებას 300 დღემდე დასჭირდებოდა, თუმცა კრისტიანი 149 დღეში უკვე ჯანმრთელი იყო.

"მე სულ ვლოცულობდი, ოჯახთან ერთადაც ვლოცულობდი. ვიცოდი, რომ სიმსივნის დასამარცხებლად კრისტიანის გარშემო პოზიტიური განწყობისა და ატმოსფეროს შექმნა იყო საჭირო", - ამბობს ბავშვის მამა.

კრისტიანისა და მამამისის ცეკვის ვიდეო სოციალურ ქსელებში ვირუსული გახდა.

კომენტარები