ოკუპაცია

სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის გასავლებლად ოკუპანტებმა ლითონის ბადეები მიიტანეს

0 კომენტარი
ფოტო: radiotavisupleba.ge

სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. 

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, რუსმა სამხედროები 19 ოქტომბრის დილას გამოჩნდნენ. მათ უკვე არსებულ რკინის ძელებზე დასამონტაჟებლად ლითონის ბადეები მიიტანეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ ხსენებული ბოძები რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 500 მეტრიან მონაკვეთზეა დამონტაჟებული.

განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმაც. მასში აღნიშნულია, რომ "რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ".

სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საოკუპაციო ხაზის გავლება ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ოკუპანტებმა გასულ წელს დაიწყეს, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი შეჩერებული იყო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები