ჩილე

ჩილეს დედაქალაქში მეტროს ფასის გაზრდას პროტესტი და საგანგებო ვითარების გამოცხადება მოჰყვა

0 კომენტარი

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მოქალაქეები რამდენიმე დღეა მეტროში მგზავრობის გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ. ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინერამ საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პარასკევის პროტესტი ძალადობრივი გახდა.

მიმდინარე თვის დასაწყისში მთვარობამ მეტროთი მგზავრობა 1.17 აშშ დოლარამდე გაზარდა, რასაც ენერგიის გაზრდილ ფასებსა და პესოს გაუფასურებას აბრალებდა. 

მომიტინგეთა უმეტესობა სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე და უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. პარასკევ საღამოს ისინი თავს დაესხნენ რამდენიმე მეტროს სადგურს, ავტომობილებს და ენერგოკომპანიას ცეცხლი გაუჩინეს, მოძრაობა შეაჩერეს, პოლიციის მიმართულებით ქვებს ისროდნენ.

სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით აქცია დაშალა . დაშავებულთა და დაპატიმრებულთა რიცხვი უცნობია. ზარალი 700 000 აშშ დოლარამდე შეაფასეს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მოქალაქეებს დროებით თავისუფალი გადაადგილება, აქციის გამართვა ეკრძალებათ. მეტროს ყველა ხაზი 2 დღით მუშაობას წყვეტს. პრეზიდენტმა მომიტინგეებს დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა თქვა, რომ მგზავრობის გაზრდილი ფასების გადახედვას არ აპირებდა. 

ჩილეში, სადაც 6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ეკონომიკურ რეფორმებს ითხოვენ. ამჟამად ქალაქის ათასობით მოქალაქე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ სარგებლობს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები