გიორგი გახარია

"არ ვარ ის ადამიანი, კრიტიკის ან შეკითხვის მომერიდოს" - გახარია რეგიონებში შეხვედრებს იწყებს

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარიამ რეგიონებში სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრები დაიწყო.

პირველი შეხვედრა მან გორში პედაგოგებთან გაიმართა.

შეხვედრაზე პრემიერმა განათლების "სისტემურ პრობლემაზე" ისაუბრა და თქვა, რომ განთლების სისტემურ რეფორმას "ბოლომდე მიიყვანენ":

"[ეს] არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ და ვხედავდეთ ყოველდღიურ პროგრესს", - აღნიშნა მან.

გახარიამ ასევე თქვა, რომ საოკუპაციო ხაზის მახლობლად ყოფნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პედაგოგების, მედიკოსების, პოლიციელების მუშაობას.

"ამიტომ, ვიწყებთ გორით და ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ერთმანეთის არ უნდა მოგვერიდოს. არ ვარ მე ის ადამიანი, რომ მწვავე კრიტიკის ან შეკითხვის ან მოგვერიდოს, ან გაგვაბრაზოს, ან შეგვაშინოს. ამ ურთიერთობის ფასი არის სწორედ იმაში, რომ აბსოლუტურად ღიად, გულწრფელად ვთქვათ ის, რაც გვაწუხებს. შეიძლება ჩვენს სფეროს ცდებოდეს კიდევაც. არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა", - თქვა პრემიერმა მთავრობის პრესამსახურის ცნობით.

გახარიას თქმით, ყველა რეგიონში გასვლა დაიწყება პედაგოგებით და გაგრძელდება პოლიციით, ადგილობრივი ხელისუფლებით და სხვადასხვა ჯგუფებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები