ოკუპაცია

"პანიკას ნუ ტეხთ, პასუხისმგებლიანად მოეკიდეთ სერიოზულ საქმეს" - გახარიას პასუხი ატოცზე

0 კომენტარი

„გავერკვევით ახლა, წყანარად, მშვიდად, ინფორმაცია გვექნება და გიპასუხებთ. დღეს მთელი დღე ვართ გორში, ხომ იცით, კიდევ შევხვდებით“ - ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტებთან სოფელ ატოცთან შექმნილ ვითარებას.

ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღეს, 19 ოქტომბერს, საოკუპაციო ხაზის გავლების სამუშაოები განაახლეს.

„პანიკას ნუ ტეხავთ, წყანარად, მშვიდად. ცოტა უფრო პასუხისმგებლიანად მოეკიდეთ სერიოზულ საქმეებს, როგორ იქცევით“, - უთხრა გახარიამ ჟურნალისტს, რომელმაც მას უთხრა, რომ „საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ არსებობს პირდაპირი შეტაკების საფრთხე“.

პრემიერი გორში იმყოფება. ის იქ სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებთან შეხვედრებს მართავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები