რუსული ოკუპაცია

მაკკეინის ინსტიტუტმა საოკუპაციო ხაზის გავლების ამსახველი დეტალური რუკა შექმნა

0 კომენტარი

ანალიტიკურმა ინსტიტუტმა "მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის" The Heritage Foundation-თან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) ერთად რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გავლებისა და გადმოწევის ამსახველი ვიზუალიზაცია შექმნა.

ვიზუალიზაციით საქართველოს რუკაზე დეტალურად არის ასახული საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თითოეული უკანონო ფაქტი. 

რუკაზე შეგიძლიათ იხილოთ 2011 წლის აპრილიდან 2019 წლის აგვისტომდე საოკუპაციო ხაზის გავლების 155 შემთხვევა.

ორგანიზაციებმა პირველიადი წყაროები, The Heritage Foundation-ის და Amnesty International-ის კვლევა დაიხმარეს.

რუკა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მაკკეინის ინსტიტუტმა, ორგანიზაციამ The Heritage Foundation და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა საოკუპაციო ხაზის გავლების შესახებ ვიდეოც მოამზადა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები