სირცხვილია

კახეთი ქვეყნის სამსახურში - მოძრაობა #სირცხვილია რეგიონებში გასვლას იწყებს [VIDEO]

ანტისაოკუპაციო მოძრაობა სირცხვილია/ქვეყნის სამსახურში რეგიონებში გასვლას კახეთიდან, კერძოდ თელავიდან იწყებს. 

მოძრაობის ცნობით, 20 ოქტომბერს 17:00 საათზე თეალვში, ერეკლეს მოედანზე გაიმართება აქცია - კახეთი ქვეყნის სამსახურში. ორგანიზატორების თქმით, "რეგიონებში აქციების მიზანს ქვეყნის სამსახურში მეტი ადამიანის გაწევრიანება წარმოადგენს". 

მოძრაობა სირცხვილია, შემდგომში "ქვეყნის სამსახურში" 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბდა. მოძრაობის წევრები ზუსტად 3 თვის განმავლობაში პარლამენტთან ყოველდღიურ რეჟიმში მართავდნენ აქციებს და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. აქციების 3 თვის თავზე კი, მას შემდეგ, რაც გახარია პრემიერმინისტრად დაინიშნა, ყოველდღიური აქციები შეწყვიტეს და საზოგადოებას მანიფესტი წაუკითხეს

კომენტარები