NATO-რუსეთი

მედვედევი: რუსეთთან NATO-ს ბაზების განთავსებას პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთ

დმიტრი მედვედევი
TASS

რუსეთის პრემიერმინისტრის, დმიტრი მედვედევის თქმით, NATO-ში იმ ქვეყნების მიღება, რომელთაც შიდა კონფლიქტები აქვთ, საშიშია. 

მან ინტერვიუ სერბულ გამოცემას Večernje novosti მისცა. 

მედვედევი ამბობს, რომ მსგავს მცდელობებს სერიოზული შედეგები მოსდევს, ამიტომ ნატოს წევრობის ასეთ პრეტენდენტებს აუცილებლად სჭირდებათ დაფიქრება. 

"ნატო-ში იმ ქვეყნების გაწევრიანების მცდელობა, რომლებშიც შიდა წინააღმდეგობა არსებობს, საკმაოდ სახიფათოა. თქვენ საუბრობთ ბოსნია და ჰერცოგოვინაზესერბეთზე, თუმცა ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ სხვა ქვეყნებიც. და რა ხდება საქართველოში? რა ხდება უკრაინაში? ეს ქვეყნები არც ისე მარტივ მდგომარეობაში არიან", - თქვა მედვედევმა. 

მან ასევე მიუთითა, რომ მსგავსი ქმედებები ნატოს წესდებას ეწინააღმდეგება. 

"ეს სავსეა სერიოზული შედეგებით. სწორედ ამიტომ, ნატოს წევრი სახელმწიფოები ასეთი გადაწყვეტილებების მიღებამდე ყურადღებით უნდა დაფიქრდნენ. არავინ უარყოფს, რომ რუსეთს აქვს თავისი ინტერესები უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ დიდი ქვეყანა ვართ, ჩვენ ბირთვული ქვეყანა ვართ და სურვილს, ჩვენს შემოგარენში განთავსდეს ნატოს ბაზები, ჩვენში დადებით ემოციებს ვერ გამოიწვევს. ჩვენ ყოველთვის ვპასუხობდით და ვუპასუხებთ ამას, როგორც პოლიტიკურად, ისე საომარი გზით", - თქვა რუსეთის პრემიერ მინისტრმა. 

კომენტარები