შინდისი

დიტო ცინცაძის ფილმი "შინდისი" ვარშავის კინოფესტივალის ორგზის გამარჯვებული გახდა

შინდისი
ტაბულა

დიტო ცინცაძის ფილმი შინდისი ვარშავის კინოფესტივალის ორგზის გამარჯვებული გახდა. 

ფილმმა გრან-პრი მიიღო, რეჟისორს, დიტო ცინცაძეს კი საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა. 

ფილმის პრემიერა 27 სექტემბერს შედგა. მასში მოთხრობილი ამბავი ნამდვილ ისტორიას ეფუძნება. სიუჟეტი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, ვითარდება და არა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცების ოცეულის, არამედ, დასახლება შინდისის მაცხოვრებლების თავგანწირვასა და ადამიანურ ტრაგედიებზე გვიამბობს. 

როგორც თვითონ რეჟისორმა თქვა, ფილმი გმირებზეა. "შინდისს" არაერთი გმირი ყავს - თავგანწირული ჯარისკაცები, შინდისში დარჩენილ მაცხოვრებლები, რომლებიც საფრთხეს არ შეუშინდნენ და ყველაფერი იღონეს ამ ჯარისკაცების გადასარჩენად, ასევე სასულიერო პირები, რომლებმაც შინდისიდან გაიყვანეს ისინი. 

ვრცლად ნახეთ აქ.

კომენტარები