რუსეთი

რუსეთში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი გარდაიცვალა

AFP/ RUSSIAN EMERGENCY SITUATIONS MINISTRY

რუსეთში კაშხლის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა კრასნოიარსკის რეგიონში, ოქროს საბადოზე მოხდა. ჩამონგრევის შემდეგ დაკარგულ 13 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, 14 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სამ მათგანს მრავლობითი დაზიანება აქვს. 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.სამართალდამცავების ვარაუდით, კაშხალზე უსაფრთხოების ნორმებს არ იცავდნენ.

მდინარე სეიმბაზე აშენებული კაშხალი ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად ახლოს მცხოვრები მუშების სახლები დაიტბორა. ახლომდებარე სოფელ კურაგინოდან მოსახლეობა ევაკუირებულია.  

კომენტარები