ცნობილი ადამიანები

ჯენიფერ ლოურენსი და ქუქ მარონი დაქორწინდნენ

Getty

ჯენიფერ ლოურენსი და ქუქ მარონი დაქორწინდნენ - ქორწილი ამერიკის შტატ Rhode Island-ში, 1894 წელს აშენებულ სასახლეში შედგა.

People-ის ინფორმაციით, ჯენიფერ ლოურენსს დიორის საქორწილო კაბა ეცვა.

ქორწილს დაახლოებით 150 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ადელი, კრის ჯენერი, ემი შუმერი, ემა სტოუნი, ეშლი ოლსენი და სხვები.

წყვილი ერთმანეთს 2018 წლიდან ხვდება. მათი შესაძლო დაქორწინების შესახებ უცხოურმა მედიებმა წერა სექტემბრის შემდეგ დაიწყეს, რაც ლოურენსი და მარონი მანჰეტენზე, ქორწინების ბიუროში ერთად შენიშნეს.

კომენტარები