ატოცი

პოლიციამ ჟურნალისტებს და აქტივისტებს სოფელ ატოცში შესვლის უფლება მისცა

ტაბულა

პოლიციამ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს სოფელ ატოცში შესვლის უფლება მისცა. 

ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ,19 ოქტომბერს, საოკუპაციო ხაზის გავლების სამუშაოები განაახლეს. 

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, რუსმა სამხედროები 19 ოქტომბრის დილას გამოჩნდნენ. მათ უკვე არსებულ რკინის ძელებზე დასამონტაჟებლად ლითონის ბადეები მიიტანეს.

დღეს, 20 ოქტომბერს, დილით ხაზთან შეირაღებული პირები კვლავ გამოჩნდნენ, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ე.წ. სასაზღვრო სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ ხსენებული ბოძები რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 500 მეტრიან მონაკვეთზეა დამონტაჟებული.

უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ "რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ". სუს-ის ცნობით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საოკუპაციო ხაზის გავლება ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ოკუპანტებმა გასულ წელს დაიწყეს, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს პროცესი შეჩერებული იყო.

კომენტარები