ავიაცია

ავიაკომპანია Qantas-მა პირდაპირი ფრენების ხანგრძლივობის რეკორდი დაამყარა

sa-airlines.co.za

ავსტრალიურმა ავიაკომპანიამ Qanstas-ის ექსპერიმენტული ფრენა ნიუ-იორკიდან სიდნეიმდე 19 საათი და 16 წუთი გაგრძელდა, რაც პირდაპირი ფრენების ხანგძლივობის აბსოლიტური რეკორდია. 

ავიაკომპანიის რეისი ნიუ-იორკიდან სიდნეის მიმართულებით სატესტო რეჟიმში მიმდინარეობდა, ფრენის მთავარი მიზანი იყო გამოევლინათ ხანგძრძლივი ფრენისა და სასაათო სარტყელების სწრაფი ცვლის ზემოქმედება მგაზვრების ორგანიზმზე. 

ავიაკომპანიის კუთვნილ, Boeing 787 Dreamliner-ზე ეკიპაჟის გარდა, ბორტზე სულ 49 მგზავრი იმყოფებოდა. შეზღუდული იყო მგზავრების ბარგის რაოდენობაც. თანამედროვე სამოქალაქო ავიაციაში მსგავსი ხანგძლივობის ფრენებს იშვიათად ახორციელებენ.

ამის მიზეზი თანამედროვე ლაინერების საწვავი ავზების არასაკმარისი მოცულობაა. ამ დროისთვის ყველაზე ხანგძლივი რეგულარი პირდაპირი ფრენა სინგაპური-ნიუ-იორკია. ფრენას ავიაკომპანია Singapore Airlines ახორციელებს და ფრენის ხანგრძლივობა 18 საათს აღემატება. 

კომენტარები