ფელისიტი ჰოფმანი

ფელისიტი ჰოფმანს ციხეში ოჯახის წევრებთან შეხვედრისას სურათები გადაუღეს

0 კომენტარი

ფელისიტი ჰოფმანი ციხეში, ქმართან და შვილთან შეხვედრის დროს სურათები გადაუღეს.

ამერიკელი მსახიობი, კალიფორნიის ციხეში FCI Dublin-ში 14-დღიან სასჯელს იხდის. მან სასჯელის მოხდა ხუთშაბათს დაიწყო, შაბათს კი, თავის ქმარსა და შვილს ციხის ეზოში შეხვდა.

სურათებში ჩანს, რომ ფელისიტი ჰოფმანს ციხის მწვანე ფორმა აცვია.

ამერიკელ მსახიობს, ფელისიტი ჰოფმანს, რომელიც ცნობილია ლინეტ სკავოს როლით სერიალ "სასოწარკვეთილი დიასახლისებში" - ბოსტონის სასამართლომ თავისუფლების 14 დღით აღკვეთა მიუსაჯა 14 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ მსახიობმა ქალიშვილის კოლეჯში მოსახვედრად ქრთამი გადაიხადა. ჰოფმანმა დანაშაული აღიარა.

გამოძიების ცნობით, 2017 წელს ჰოფმანმა გადაიხადა ქრთამი, 15 ათასი დოლარის ოდენობით, იმისთვის, რომ მის ქალიშვილს SAT ტესტი მაღალ ქულებზე ჩაებარებინა. ჰოფმანი ამტკიცებს, რომ ქალიშვილმა ქრთამის მიცემის შესახებ არაფერი იცოდა.

მარტში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დანაშაულებრივი ქსელი გამოააშკარავა, რომელიც 8 წლის განმავლობაში ჯორჯთანუნში, იელში, სტენფორდსა და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში აბიტურიენტების ჩაბარებას ქრთამის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა. მოსყიდვასა და თაღლითობაში ბრალი დასდეს 33 მშობელსა და 14 ტრენერსა და მასწავლებელს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები