თვითმკვლელობა

წალენჯიხაში ახალგაზრდა კაცი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს

cyc.ge

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, 30 წლამდე კაცი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ცხედარი 19 ოქტომბერს, საღამოს იპოვეს. სავარაუდოდ, ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები