ფინელმა ფოტოგრაფმა, რასი რაუტიაინენმა, მდედრი ნაცრისფერი მგლისა და მამრი ყავისფერი დათვის მეგობრობა სურათებში აღბეჭდა.
ფოტოგრაფი ცხოველებს 2013 წელს, 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდა და იღებდა. ამ დროის მანძილზე, დათვი და მგელი სულ ერთად დადიოდნენ, ჯგუფურად ნადირობდნენ და ნადავლს ინაწილებდნენ.
რასი რაუტიაინენმა მოახერხა გადაეღო, როგორ ნადირობდნენ ცხოველები ირმებზე და შემდეგ როგორ იყოფნდნენ ნანადირევს.
"ძალიან უცნაურია დათვისა და მგლის ასეთი ქცევების ნახვა. ჩემი ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა ევროპაში, როდესაც მსგავსი მეგობრობა ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, რომ ისინი ერთად ყოფნის დროს თავს უსაფრთხოდ გრძნობენ", - უთხრა ფოტოგრაფმა Daily Mail-ს.