ინდოეთი

ინდოეთში გამოცდაზე სტუდენტებს თავზე მუყაოს ყუთები დააფარეს, რათა არ გადაეწერათ

CNN

ინდოეთში, კარნატაკას შტატში, სტუდენტებს გამოცდის დაწერა თავზე ჩამოცმული მუყაოს ყუთებით მოუწიათ, რათა არ გადაეწერათ.

მუყაოს ყუთის წინა მხარე ამოჭრილი იყო, სტუდენტებს საგამოცდო ფურცელი რომ დაენახათ.

გამოცდაზე გადაღებული ფოტო ერთ-ერთმა დამკვირვებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რაც მალევე გახდა ვირუსული.


ფოტო: CNN
ამ ქმედებამ დიდი კრიტიკა დაიმსახურა სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე.

მომხდარ ფაქტს შტატის განათლების მინისტრიც გამოეხმაურა და სკოლის პრაქტიკას მიუღებელი უწოდა.

"არავის აქვს უფლება მოექცეს სხვას, როგორც ცხოველს, განსაკუთრებით სტუდენტებს", - დაწერა ტვიტერზე მინისტრმა.

მომხდარის შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ საჯაროდ ბოდიში მოიხადა და ფაქტი ექპერიმენტად შეაფასა. როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებამ განმარტა, ყუთები თავად სტუდენტებმა მოიტანეს და გამოცდის დაწყებიდან 15-20 წუთის შემდეგ მოიხსნეს.

კომენტარები