ფრენსის ფორდ კოპოლა მარველზე

ფრენსის ფორდ კოპოლამ MARVEL-ის ფილმებს "ამაზრზენი" უწოდა

0 კომენტარი

ფრენსის ფორდ კოპოლა, კომპანია MARVEL-ის ფილმების კრიტიკაში მარტინ სკორსეზეს შეუერთდა.  Prix Lumiere-ის პრემიირ მიღებისას, რეჟისორმა თქვა, რომ მაყურებლისთვის Marvel-ის ფილმები სუპერგმირებზე არაფრის მომცემია და ეს სურათები ადამიანებს არაფერ ახალს ასწავლიან. 

"როდესაც მარტინ სკორსეზე ამბობს, რომ Marvel-ის ფილმები კინო არ არის ის სრულიად მართალია, რადგან სურათის ნახვისას, ჩვენ გვინდა, რამე ახალი ვისწავლოთ ან შთაგონების წყარო ვიპოვოთ მასში. არ მგონია, რომ ვინმე ამ ყოველივეს მიიღებს, ერთი და იმავე ფილმების ბევრჯერ ნახვის შემდეგ. მარტინი კეთილი იყო, როდესაც აღნიშნა, რომ ეს კინო არ არის. მან ამ სურათებს ამაზრზენი არ უწოდა, მე კი ვუწოდებ!" 

პირველი ამ სიტყვებს Marvel-ის პროექტების ერთ-ერთი რეჟისორი ჯეიმს განი გამოეხმაურა და საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა, რომ ახლა Marvel-ის ფილმებს ისევე აკრიტიკებენ, როგორც ადრე სხვა ჟანრის ფილმებს, მაგალითად ფენტეზის ან ვესტერნებს, აკრიტიკებდნენ. 

"ბევრი ჩვენი ბაბუა ფიქრობდა, რომ ფილმები განგსტერებზე ერთნაირია და ამაზრზენსაც უწოდებდნენ. ზოგიერთი ჩვენი დიდი ბაბუა იმავეს ვესტერნებზე, ჯონ ფორდის, სემ პეკინპასა და სერჯო ლეონეს სურათებზე ამბობდა. მახსოვს ერთხელ ბაბუას ვარსკვლავური ომების შესახებ აღტაცებით ვუყვებოდი მან კი მიპასუხა: "ამას მაშინ ვუყურე, როდესაც "2001: A Space Odyssey" ერქვა და ღმერთო, როგორი მოსაწყენი იყო!" სუპერგმირები ახალი კოვბოები, განგსტერები და თავგადასავლების მაძიებლები არიან. ზოგი სუპერგმირული ფილმი ძალიან კარგია, ზოგი - საშინელი, ისევე, როგორც ვესტერნები ან ფილმები განგსტერებზე (მანამდე კი უბრალოდ ფილმები) ყველას არ შეუძლია მათი დაფასება, გენიოსებსაც კი, და ეს ნორმალურია" დაწერა განმა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები