საგარეო ვაჭრობა

იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.3%-ით შემცირდა

Getty Images

სტატისტიკის ეროვნული სამსახური იუწყება, რომ 2019 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს საქონლით საგარეო ვაჭრობის მოცულობა 0.5%-ით გაზრდილია.

წლის პირველ 9 თვეში ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 11.1%-ით, ხოლო იმპორტის 3.3%-ით შემცირდა.

მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 9 139.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, აქედან ექსპორტი 2 719.2 მილიონი იყო, ხოლო იმპორტი - 6 474.5 მილიონი.

საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 40.8%-ს შეადგენს.

საქსტატის განმარტებით, აღნიშნული მონაცემები წინასწარია და ექვემდებარება ცვლილებებს.

კომენტარები