უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

მიქაბერიძე ლუსტრაციის შესახებ კანონზე: მე მგონია, არ გვჭირდება, არ ვიცი

0 კომენტარი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი ლევან მიქაბერიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ლუსტრაციის შესახებ კანონი საჭირო არის. 

ამის შესახებ მიქაბერიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის, კითხვის პასუხად ისაუბრა. 

რომან გოცირიძე: კანონი ლუსტრაციის შესახებ უნდა მიეღო, თუ არა საქართველოს მას შემდეგ, რაც იგი გახდა დამოუკიდებელი? მაშინ, როდესაც მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა, მაგალითად, იგივე გერმანიაში, სადაც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში აღმოჩნდა, რომ თუ არ ვცდები, 16 მილიონი ადამიანიდან 500 000 მოქალაქე იყო ფარული აგენტი, აი, ჩვენთან "კაგებეშნიკებს" რომ ვუწოდებთ. ოღონდ, თანამშრომელი კი არა, ფარულად მოთანამშრომლე აგენტი და შემდეგ მათ მიიღეს ლუსტრაციის კანონი, ისევე, როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში და ა.შ. საქართველოში მსგავსი კანონი არ მივიღეთ. ეს კარგია, თუ ცუდი? უნდა მიეღო საქართველოს მთავრობას, თუ არა? ან დღეს დაგვიანებულია, თუ არა მსგავსი კანონის მიღება? ან დღეს არის თუ არა საჭირო ასეთი კანონის მიღება?

ლევან მიქაბერიძე: ვფიქრობ და ვცდილობ, მოვძებნო შესაბამისი პასუხი, რომელიც თქვენს ინტერესსაც დააკმაყოფილებს და დავუშვათ, იქნება... 

რომან გოცირიძე: დღეს გვჭირდება ჩვენ კანონი ლუსტრაციის შესახებ?

ლევან მიქაბერიძე: მე მგონი, არ გვჭირდება, არ ვიცი. 

რომან გოცირიძე: თავის დროზე გვჭირდებოდა?

ლევან მიქაბერიძე: აი, იმ თავის დროზე შესაძლოა, გვეფიქრა, არ ვიცი. 

რომან გოცირიძე: თქვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მიიღებდით?

ლევან გოცირიძე: ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული? არ ვიცი, ალბათ, არა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის იმ 20 კანდიდატს უსმენენ, რომელთა სიაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები