Marvel

მარველის ფილმების შეფასება: ყველაზე ცუდიდან - საუკეთესომდე

0 კომენტარი
ფოტო: Fortress of Solitude

11 წლის განმავლობაში, მარველი ქმნიდა კინოსამყაროს, რომელიც 23 ფილმისგან შედგება და ბევრი სხვადასხვა სუპერგმირის ისტორიას აერთიანებს. 2008 წლიდან (ფილმის Iron Man გამოსვლის შემდეგ) კომპანიამ განვითარება დაიწყო და თავისი ინდუსტრიის საზღვრებიც გააფართოვა. ბოლო დროის განმავლობაში, ისეთმა ლეგენდარულმა რეჟისორებმა, როგორებიც მარტინ სკორსეზე და ფრენსის ფორდ კოპოლა არიან, მარველის ფილმები გააკრიტიკეს და მარველის სურათებიც მრავალი დისკუსიის თემად იქცა. ჩვენ გთავაზობთ, გამოცემა Independent-ის მირ შედგენილი,  მარველის ფილმების შეფასებას ყველაზე ცუდი პროექტიდან - საუკეთესომდე.

23) Iron Man 2

Iron Man 2 მარველის ფილმია, რომელიც წარმატებული პირველი ნაწილისგან განსხვავებით, ისტორიის სუსტ გაგრძელებად იქცა. ფილმში კომპანიამ სცადა სამყაროს გაფართოებაზე ეზრუნა, თუმცა ეს ჩანაფიქრი ბოლომდე არ გამოუვიდა და საბოლოოდ პროექტმაც არ გაამართლა. 

22) Thor: The Dark World

ფილმმა Thor: The Dark World კრიტიკა სუსტი პერსონაჟებისა და სიუჟეტური გაუმართაობის გამო დაიმსახურა. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ თორს ამ სურათში, ლონდონში ძალიან არარეალისტური გასეირნება ჰქონდა . 

21)  The Incredible Hulk

სანამ მარკ რუფალო, მარველის ერთ-ერთი სუპერგმირის - ჰალკის, როლს შეასრულებდა, ფილმში The Incredible Hulk, ეს პერსონაჟი ედვარდ ნორტონმა განასახიერა. ფილმი ძალიან სუსტი გამოვიდა და სრულიად არ გადმოსცემდა იმ ხასიათს, რომელიც ამ ვებერთელა, მწვანე გმირს აქვს. არანაირი ქარიზმა და ბრტყელი სიყვარულის ისტორია - სურათმა თავი ფანებს ასე დაამახსოვრა. 

20) Avengers: Age of Ultron

Avengers: Age of Ultron-ში, მთავარი ბოროტმოქმედი, ტონი სტარკის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი - ალტრონია, რომელიც შეიცნობს რა სამყაროს, შეიძულებს მას. ფილმის სიუჟეტი არადამაჯერებელი, ხოლო უარყოფითი გმირი საკმაოდ არასაინტერესო გამოვიდა. 

19) Thor

სუპერგმირ თორზე გადაღებული ფილმი, ახალი ნაბიჯი იყო მარველის კინოსამყაროსთვის, რადგან ტონი სტარკის მსოფმხედველობა, უფრო პოეტური, მითიური გმირების ისტორიით შეიცვალა. ასევე აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სურათში ვხედავთ პირველად საინტერესო ბოროტმოქმედებს - ლოკისა და მემენტოს. 

18) Doctor Strange

Doctor Strange-მა კრიტიკა ძირითადად ტონი სტარკის ისტორიასთან მსგავსების გამო დაიმსახურა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმში ბოლო ბრძოლის სცენა მარველის კინოსამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია. 

17) Guardians of the Galaxy Vol 2

გალაქტიკის მცველების პირველი ნაწილი კომპანია მარველის საკმაოდ სარისკო, ვარსკვლავური ომებით ინსპირირებული, საინტერესო პროექტია, თუმცა მისმა გაგრძელებამ, რომელიც ჯეიმს განს ეკუთვნის კრიტიკა დაიმსახურა. რეჟისორმა ზედმეტად ბევრი სიუჟეტური ხაზის განვითარება სცადა რის შედეგადაც მთავარი გმირი - სტარ ლორდი მაყურებლისთვის უმნიშვნელო გახდა. 

16) The Avengers

The Avengers მარველის პირველი ქროსოვერია, რაც დიდი მოვლენა იყო კომპანიისთვის და შესაძლებელია, სამუდამოდ შეცვალა ჰოლივუდი. "ბრძოლა ნიუ-იორკისთვის" კი მარველის კინოსამყაროში ეპოქალურ მოვლენად იქცა. 

15) Captain America: Civil War

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში Captain America: Civil War ვხვდებით მარველის ბევრ მთავარ პერსონაჟს: რკინის კაცს, შავ ქვრივს, ენთ-მენს და ასევე კომპანია მაყურებელს ადამიან ობობასა და შავ პანტერას აცნობს, ფილმი კაპიტან ამერიკაზეა კონცენტრირებული და სიუჟეტიც მარტივი და გასაგებია. ასევე აღსანიშნავია, რომ აეროპორტის სცენა ფილმში, პირდაპირ კომიქსებიდან გადმოტანილს გავს, რაც კრიტიკოსებმაც და ფანებმაც დადებითად შეაფასეს . 

14) Ant-Man and the Wasp

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ცენტრალური გმირი ენთ-მენია, მარველს შემოჰყავს ქალი პერსონაჟი, რომელიც არა დამხმარე ძალაა გმირისთვის, არამედ თავადაც გმირია. 

13) Spider-Man: Far From Home

Spider-Man: Far From Home მარველისთვის ძველი ფაზის ბოლო და ახალი თავის დასაწყისია. ფილმმა გაამართლა მოლოდინები, როგორც სურათმა ადამიან-ობობაზე და მოახერხა, მოემზადებინა ფანები იმისთვის რაც ფინალის ანუ End Game-ის შემდეგ მოხდება.

12) Ant-Man

ამ ფილმის წარმატების საიდუმლო სწორედ მისი სიმსუბუქეა. მიუხედავად წარმოებასთან დაკავშირებული პროებლემებისა, პეიტონ რიდის დამსახურებით, რომელმაც მარველის ეს პროექტი უფრო მარტივად აღიქვა, ფილმი ნამდვილად შედგა. 

11) Avengers: Infinity War

მარველმა კიდევ ერთი ახალი და გაბედული ნაბიჯი გადადგა კინოინდუსტრიაში, მან არამხოლოდ ქროსოვერი, არამედ ფრენჩაიზის კულმინაცია გადაიღო, რომელმაც ფანები ემოციურ მორევში ჩაითრია. ძმებმა რუსოებმა ძალიან რთული რამ შეძლეს, მათ მოვლენების ლოგიკური და თანმიმდევრული ჯაჭვი გააბეს და თითოეული ქროსოვერისა თუ დამოუკიდებელი ფილმის ამბავი ერთ მთავარ წერტილამდე მიიყვანეს და წინა პლანზე  მარველის მთავარი ბოროტმოქმედი - თანოსი წამოწიეს. 

10) Captain America: The First Avenger

ფილმი კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი, ერთგვარი შესავალია მარველის კინოსამყაროს მომდევნო განვითარებისთვის. მოვლენები 40იან წლებში ვითარდება და წარმოდგენას გვიქმნის ორგანიზაცია შილდსა და მისი საქმიანობაზე. ასევე აღსანიშნავია ის, რომ სტივ როჯერსის (კაპიტანი ამერიკა) ცხოვრების სიყვარული პეგი კარტერი ფილმში ძლიერი და დამოუკიდებელი ქალია, რომელიც კაპიტანის დახმარება არასდროს სჭირდება. 

9) Captain America: The Winter Soldier

კაპიტანი ამერიკისთვის გადამწყვეტი მომენტი სწორედ ფილმში Captain America: The Winter Soldier დგება. აქვე იწყება ახალი პერსონაჟის - ფალკონის განვითარება. ფილმმა კრიტიკა, მთლიან სურათთან შედარებით  ცოტათი ამოვარდნილი, ეპიკური, CGI ეფექტებით დატვირთული ფინალისთვის დაიმსახურა.

8) Captain Marvel

კაპიტანი მარველი, მარველის პირველი დამოუკიდებელი პროექტია სუპერგმირ ქალზე. ფილმი ერთგვარი შესამზადებელი პლატფორმაა კაპიტანი კეროლ დენვერსის ძალების საჩვენებლად, რომლითაც ის მოგვიანებით თანოსის განადგურებას შეძლებს. 

7) Spider-Man: Homecoming

მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელმა ადამიანი-ობობა პირველად Captain America: Civil War-ში გაიცნო, ამ სურათში მსოფლიომ პიტერ პარკერი ახლოს გაიცნო. ფილმში სიუჟეტიც საინტერესოდ ვითარდება და იცვლება და მთავარი ბოროტმოქმედიც შემაძრწუნებელი და კომპლექსური პერსონაჟია. 

6) Iron Man 3

Iron Man 3 ტონი სტარკი ნაწყენია შურისმაძიებლებზე, ემოციურ კრიზს განიცდის, დეპრესიაშია. ამ ფილმში პერსონაჟის შინაგანი სამყარო დეტალურად და სიღრმისეულად არის გადმოცემული და რობერტ დაუნი ჯუნიორმაც ეკრანზე მშვენიერი სამსახიობო ოსტატობა აჩვენა. 

5) Avengers: Endgame

Avengers: Endgame იყო ფილმი, რომელსაც მაყურებელი  ყველაზე მეტად ელოდა. მარველმა ფანების გრძნობებზე იდეალურად ითამაშა. ყველა პერსონაჟის განვითარების ხაზი სწორედ ამ ფილმში იყო შეკრული. Avengers: Endgame ნაკლებად არის ამბის ინდივიდუალური თხრობა, არამედ ამ სამყაროს ერთიანობას უსვამს ხაზს. 

4) Thor: Ragnarok

რეჟისორმა ტაიკა ვაიტიტიმ თორის ფრენჩაიზი მთლიანად გარდაქმნა და ამ კინოსამყაროს ახალი ენერგია შემატა. ფილმი მარველის გარემოს, ემოციებს, ხასიათსაც იდეალურად გადმოსცემს და რეჟისორის ინდივიდუალურ ხედვას.

3) Iron Man

2008 წელს ყველაფერი სწორედ ამ ფილმით დაიწყო.  Iron Man-მა ახალი იმედი და მოლოდინი გააჩინა. ასევე ფილმი შედგა, რადგან მსოფლიოს ერთი კონკრეტული გმირი წარუდგინა და მხოლოდ მიანიშნა ამ კინოსამყაროს მომავალ განვითარებაზე.

 

2) Guardians of the Galaxy

სურათმა Guardians of the Galaxy მარველის კინოსამყარო კოსმოსში გადაისროლა. ეს ფილმი კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სარისკო ნაბიჯი იყო, რომელმაც გაამართლა. ჯეიმს განმა კი ფილმს მსუბუქი, იუმორისტული ელფერი შესძინა. 

1) Black Panther

Black Panther არა მხოლოდ იმიტომ ითვლება მარველის ყველაზე კარგ ფილმად, რომ თავისი ჟანრის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს - ასრულებს ხიდის ფუნქციას წარსულ და მომავალ სურათებს შორის, დატვირთულია შთამბეჭდავი საომარი სცენებით, CGI ეფექტებით, საინტერესო პერსონაჟებით, ჰყავს ძლიერი პროტაგონისტი, არამედ, იმიტომ, რომ საუბრობს მძიმე სოციალურ თემებზეც. 

წყარო

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები