ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილმა შარშან ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის მრჩევლობიდან 170 ათასი მიიღო

საქართველოს მთავრობა

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრისა და თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2018 წელს მან ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის მრჩევლობიდან 169 927 ლარი მიიღო.

ღარიბაშვილის დეკლარაციის მიხედვით, 2018 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე მას სწორედ ამ რაოდენობის შემოსავალი აქვს მიღებული შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად მუშაობიდან.

მის დეკლარაციაში 2018 წლისთვის შემოსავლის სხვა წყარო მითითებული არაა.

ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფი ქართულ-ჩინური კომპანიაა, რომელიც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მართვაზეა პასუხისმგებელი. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თანათავმჯდომარე ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილია.

კომენტარები