ისრაელი

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო

0 კომენტარი
ბენიამინ ნეთანიაჰუ ფოტო: Reuters

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის შექმნა ვერ შეძლო. ეს შესაძლებლობა ახლა მის მეტოქეს ბენი განცს ექნება.

პრემიერმა ნეთანიაჰუმ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ კოალიციის შექმნის თითქმის 4 კვირიანი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ამიტომ ის მანდატს პრეზიდენტს რუვენ რივლინს უბრუნებს.

ნეთანიაჰუს თქმით, ის შეუჩერებლად ცდილობდა კალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, მაგრამ ამაოდ.

ნეთანიაჰუმ მთავრობის ფორმირებისთვის ბენი განცის და მისი პარტიის კოალიციაში შემოყვანა ვერ შეძლო.

28 დღიანი ვადა, რომელიც ნეთანიაჰუს მთავრობის შესაქმნელად ჰქონდა, 23 ოქტომბერს იწურებოდა.

რივლინი, სავარაუდოდ მომდევნო დღეებში, ანალოგიურ დავალებას "ლურჯი და თეთრი პარტიის" ლიდერს ბენი განცს მისცემს. პარტია აცხადებს, რომ მას "ლიბერალური ერთობის მთავრობის" შექმნა სურს, რომელსაც განცი უხელმძღვანელებს.

იმ შემთხვევაში, თუ 28 დღეში მთავრობის ფორმირებას ვერც განცი მოახერხებს, პრეზიდენტს შეუძლია, ეს დავალება მესამე ყველაზე მსხვილ ჯგუფს - არაბულ პარტიას მისცეს, თუ ამას შესაძლებლად ჩათვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისრაელს წელს მესამე არჩევნების ჩატარება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარების შემდგომ, რომელშიც უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ და პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო, პრეზიდენტმა მხარი თავდაპირველად ერთობლივი მთავრობის შექმნას დაუჭირა და ნეთანაიჰუ და განცი მოლაპარაკებებზე მიიწვია. მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხი იყო ვინ დაიკავებდა პირველი პრემიერმინისტრის პოსტს.

განცი გამორიცხავდა ნეთანიაჰუს პარტიასთან თანამშრომლობას და მიზეზად მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაწყებულ გამოძიებას ასახელებდა.

ნეთანიაჰუ და განცი გარკვეულ მნიშნველოვან საკითხებზე თანხმდებოდნენ, როგორიცაა აშშ-სთან და ირანთან ურთიერთობა და პალესტინის კონფლიქტის საკითხი, თუმცა განცს მეტად ლიბერალური მთავრობა სურს, რომელშიც არ უნდა შევიდნენ ნეთანიაჰუს მხარდამჭერი რალიგიურ-ნაციონალისტური პარტიები.

განმეორებითი არჩევნები ნეთანიაჰუმ მას შემდეგ დანიშნა, რაც აპრილში სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო. ლიკუდმა ქნესეთში 31 ადგილი მოიპოვა, განცის ლურჯი და თეთრის პარტიამ 33.

ამჟამად ნეთანიაჰუს ბლოკს პარლამენტში 55 ადგილი აქვს, ხოლო განცისას არაბული პარტიები მხარდაჭერით 54, თუმცა უმრავლესობისათვის 61 მხარდამჭერია საჭირო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები