რუსეთის ჯაშუშები

ჩეხეთში რუსი ჯაშუშების ქსელი გამოავლინეს

amazonaws.com

ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახურში რუს ჯაშუშთა ქსელი გამოაშკარავების შესახებ განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, აგენტურული ქსელი უშუალოდ ჩეხეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა.

ჩეხეთის უსაფრთოხების სამსახურის უფროსის, მიხალ კოუდელკას ცნობით, რუსი ჯაშუშების გამოვლენა რამდენიმე უწყების აქტიური თანამშრომლობით მოხერხდა. კოუდელკა ამბობს, რომ გამოაშკარევებული ჯგუფი უფრო დიდ ჯაშუშთა ქსელის შემადგენლობაში შედიოდა, რომლებსაც ევროპის სხვა სახელმწიფოებში სამუშაოდ ამზადებდნენ.

უწყების ინფორმაციით გამოვლენელი ჯგუფი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურში შეიქმნა და პრაღაში რუსეთის საელჩოდან ფინანსდებოდა. კოუდელკას თქმით, ჯაშუშების მიზანი იყო შეექმნათ სპეციალური სერვერები და პერიოდულად განეხორციელებინათ კიბერშეტევები სხვადასხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე.

რუსეთის საელჩოში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და ამბობენ, რომ მომხდარს საერთო არაფერი აქვს რუსეთთან. ბოლო წლების განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ჩეხეთში რუსი ჯაშუშების ქსელი გამოავლინეს. 

წინა წლის დეკემბერში ჩეხეთის უსაფრთოხების სამსახურმა გაუვნებელყოფილ რუს და ჩინელ ჯაშუშებზე გაავრცელა ინფორმაცია. ჩეხური გამოცემა Respect-ის ინფორმაციით, ჯაშუშების ნაწილი ჩეხეთის მოქალაქეობასაც ფლობდა.

ამავე გამოცემის ინფორმაციით, გამოვლენილი ჯგუფი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან იმართებოდა. გამოცემა თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ რუსეთის საელჩოს თანამშრომლობის მესამედი სინამდვილეში დაზვერვის თანამშრომელია.

სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, 2018 წელს ჩეხეთიდან სამი რუსი დიპლომატი გააძევეს. მოგვიანებით ჩეხეთის პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ სამივე მათგანი დიპლომატიური საფარის მქონე დაზვერვის თანამშრომელი იყო.

კომენტარები