რუსეთი

რუსულმა წყალქვეშა ნავმა კონტინეტშორისი ბალისტიკური რაკეტა ვერ გაუშვა

0 კომენტარი
ფოტო: pinimg.com

რუსეთის სამხედრო სწავლებებზე ჭექა 2019, წყალქვეშა ნავმა რიაზანმა ვერ გაუშვა კონტინეტშორისი ბალისტიკური რაკეტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ყველაფერი რიგზეა.

სტრატეგიულ სწავლებებზე ორი კონტინენტშორისი რაკეტის გამოცდის დროს, ვერ მოხერხდა ერთ-ერთის Р-29Р-ის გაშვება. თავდაპირველად ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა გამოცემა ვედომოსტიმ გაავრცელა. 

არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი რაკეტის მართვის სისტემაში არსებული ხარვეზი იყო. წარუმატებლობას უარყოფს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყებაში ამბობენ, რომ მეორე რაკეტის გაშვება, პირველი რაკეტის წარმატებული სტარტის შემდეგ გადაიფიქრეს. 

უწყების ინფორმაციით, სწავლებებზე არაფერი არ მომხდარა, ისეთი რაც სამხედრო ხელმძღვანელობის გეგმებში არ შედიოდა. წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა რაკეტისა და წყალქვეშა ნავის ასაკი იყოს. 

საქმეში იმაშია, რომ რაკეტაცა და წყალქვეშა ნავიც ექსპლუატაციაში 1979 წელს შევიდა. სულ მიმდინარე სწავლებებში მონაწილეობა მიიღო ხუთმა წყალქვეშა ატომურმა ნავმა, რომელთაც ჯამში სულ 16 ბალისტიკური რაკეტა უნდა გამოეცადათ. წვრთნებში მონაწილეობა მიიღო 105-მა საფრენმა აპარატმა და ორასზე მეტმა სტრატეგიული დანიშნულები გამშვებმა მოწყობილობამ. 

სწავლება 19 ოქტომბერს პირადად ვლადიმერ პუტინმა გახსნა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები