საბაჟო

საგამოძიებო: საქართველოში 70 000 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები ფარულად შემოჰქონდათ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა "სარფი"-ს გავლით შემოსულ ავტომანქანაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები