გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

მიქაუტაძე: საბჭოს არამოსამართლე წევრებმა მოსამართლეების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

0 კომენტარი
გიორგი მიქაუტაძე ფოტო: პარლამენტი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიუქატაძე, რომელსაც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობა სურს, ამბობს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებმა მოსამართლე წევრების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს. 

მიქაუტაძემ ეს ხათუნა გოგორიშვილის პასუხად თქვა, რომელმაც საბჭოს მდივანს ჰკითხა, რატომ დაიხურა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებთან გასაუბრება მაშინ, როცა კანდიდატი მისი ცოლი იყო.  

"არამოსამართლე წევრებმა დაიწყეს ძალიან ცუდი კამპანია მოსამართლეების წინააღდეგ და ამისთვის იყენებენ მედიასაშუალებებს. 

იყო ცილისმწამებლური კამპანია, შეურაცხმყოფელი ფორმით, მიმართული მოსამართლეებზე და ზუსტად უკავშირდებოდა იმ კონკრეტულ კონკურსს, რომელზეც მოხდა ყველაზე მეტი გასაუბრების დახურვა.  

ასეთი იყო ტენდენცია, ყველა მოსამართლემ ისარგებლა პროცესის დახურვის უფლებით. ეს იყო პროტესტი იმ კამპანიის მიმართ", - გიორგი მიქატუაძე

მის ამ განცხადებას ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა. 

"კიდევ იტყუება, ფაქტებს ურევს, თან გიორგი მიქაუტაძის მეუღლის მიმართ არანაირი კამპანია არ ყოფილა", - დაწერა ჯანეზაშვილმა. 

გიორგი მიქაუტაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოპოზიცია ბრალს მოსამართლეთა კლანის წევრობაში სდებს.

სწორედ მიქაუტაძემ დაასახელა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 10 კანდიდატი 2018 წლის 24 დეკემბერს, შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე. კანდიდატებს შორის, მიხეილ ჩინჩალაძესთან და დიმიტრი გვრიტიშვილთან ერთად თავადაც იყო. 

ასევე, პრეტენზიები არსებობდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ის იუსტიციის საბჭოს მდივანი იყო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატის დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდებოდა, რაც მას უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა. 

გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-13 კანდიდატია, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს. პარლამენტის წინაშე სულ 20 კანდიდატი წარდგება. ისინი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილისთვის იბრძვიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები