სასამართლო სისტემა

IDFI-ის კვლევა: გამოკითხულთა უმრავლესობამ მოსამართლეების შერჩევის პროცესზე არაფერი იცის

0 კომენტარი
საქართველოს უზენაესი სასამართლო ფოტო: რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

"ინფორმაციის განვითარების და თავისუფლების ინსტიტუტმა" იკვლია, რა იცის საზოგადოებამ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის, კანდიდატების და სასამართლო სისტემის ინსტიტუტების შესახებ. 

ერთ-ერთი კითხვა, რაც ორგანიზაციამ რესპონდენტებს დაუსვა, ეხებოდა პირველ ასოციაციას, რაც ახსენდებოდათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

  • აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმეტესობას, 64%-ს არანაირი ასოციაცია არ უჩნდება - კითხვაზაე პასუხი იყო "არ ვიცი". 
  • რესპოდენტთა 3%-მა თქვა, რომ დადებითი ასოციაცია უჩნდება. 
  • 20%-მა თქვა, რომ უარყოფითი. 

სამი ყველაზე ხშირად დასახელებული ასოციაცია იყო:

  • მოსამართლეები უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ - 6%;
  • დაუცველობა - 3% და
  • უნდობლობა - 2%.

დადებით ასოციაციებს შორის იყო:

  • იმედი - 1%,
  • პროცესი კარგი მიმართულებით მიდის - 0.6%
  • სამართლიანი სასამართლო - 0.2%; 

უარყოფით ასოციაციებად, მათ შორის, დასახელდა:

  • უარყოფითი დამოკიდებულება - 2%
  • უსამართლობა - 1%;
  • კლანი - 1%

კვლევა სატელეფონოა და ის 2019 წლის 5-დან 11 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენს. პარლამენტის წინაშე სულ 20 კანდიდატი წარდგება. ისინი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილისთვის იბრძვიან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები