ფასიანი ქაღალდები

ფინანსთა სამინისტრომ 70 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ დღეს, 22 ოქტომბერს 70 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა სახაზინო აუქციონზე.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7%-ს შეადგენს. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში ერთხელ მოხდება.

ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მოთხოვნამ კი ჯამში 162 955 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 8.675%-ით, მაქსიმალური 9.290%-ით, საშუალო შეწონილი კი 9.143%-ით.

 

კომენტარები