საშინელებათა სახლები

საშინელებათა სახლის 10 შემზარავი ატრაქციონი

xperiencepoland

მსოფლიოს მასშტაბით საშინელებათა სახლის არაერთი ატრაქციონი არსებობოს. 

წარმოგიდგენთ ათ, ყველაზე შემზარავ ატრაქციონს. 

  • სარდაფის მიცვალებულები - ილინოისი, აშშ


ფოტო: buzzfeed
60-იან წლებში ილინოისის გარეუბნის სამრეცხაო კომპანიაში საქვაბე აფეთქდა და ორი მუშა დაიწვა. ერთი წლის შემდეგ, სხვა თანამშრომლებმა გაუჩინარება დაიწყეს, მათი ცხედრები კი მოგვიანებით იქვე, მდინარეში იპოვეს. მას შემდეგ შენობა დაიხურა და აღარ გამოიყენებოდა.

  • შიშის ლაბირინთი - ფუძიოსიდა, იაპონია


ფოტო: buzzfeed
ეს საშინელებათა სახლი ადრე საავადმყოფო იყო, თუმცა მოგვიანებით მისმა თანამშრობლემა პაციენტების ორგანოებით ვაჭრობა დაიწყეს, რის შედეგადაც საავადმყოფო დაიხურა.



ფოტო: buzzfeed

  • მაკკეიმ მანორი - სან დიეგო, აშშ


ფოტო: maxim
"საშინელებათა ფილმი, რომელშიც თავად მონაწილეობთ",- ასე აღწერს საკუთარ თავს მაკკეიმ მანორი. საშინელებათა სახლი ასევე მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ძვირადღირებული ტანსაცმელი არ ჩაიცვან, ან ისეთი რამ ჩაიცვან, რისი გადაგდებაც არ დაენანებათ.



ფოტო: fastcompany

  • დაკარგული სულების ხეივანი - კრაკოვი, პოლონეთი


ფოტო: flickr
დაკარგული სულების ხეივანი გადარჩენის თამაშისა და მოჩვენებების სახლის ნაზავს წარმოადგენს, სადაც მონაწილეს ფანარს აძლევენ და რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად, მან ამ ადგილს თავი უნდა დააღწიოს.


ფოტო: buzzfeed

  • The Ghoullog - ნიუ ჰემფშირი, აშშ


ფოტო: buzzfeed
The Ghoullog-ი ყოველწლიურად სრულ რედიზაინს აკეთებს, რაც შემოქმედებითი გზაა იმისთვის, რომ ხალხი ამ ადგილს ყოველწლიურად ესტუმროს. ერთი უცნაური მახასიათებელი, რაც ამ საშინელებათა სახლს გააჩნია ისაა, რომ მონაწილე ხელს აწერს, რითაც ადასტურებს, რომ არ ექნება პრობლემა, თუ მას თამაშის დროს მსახიობები ხელით შეეხებიან.



ფოტო: cranmore

  • საშინელებათა დარბაზი - პალმერტონი, პენსილვანია.


ფოტო: hallsofhorror
მათ უფლება აქვთ ხელით შეგეხონ და თუ მეტ ფულს გადაიხდის მონაწილე, მიიღებს ე.წ. სისხლის გამოცდილებას, რაც ყალბი სისხლით დაფარვას გულისხმობს.



ფოტო: nepa

  • საშიში ღამეები ვალიბი ჰოლანდიაში - ბიდინგჰიუზენი, ნიდერლანდები.


ფოტო: themepark-central
აქ თქვენ ჰოლივუდის საშინელებათა ფილმების მთავარ პერსონაჟებს გადააწყდებით.

 

  • მოჩვენებების პლანტაცია - ვაიპაჰუ, ჰავაი


ფოტო: youtube
ამ საშინელებათა სახლის ადმინისტრაციის განცხადებით, ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მოჩვენებების სახლი, ის მთლიან სოფელს მოიცავს, რომელიც ასევე აჩრდილებითაა სავსე.



ფოტო: buzzfeed

  • ლოფტუსის დარბაზი - ვესფორდი, ირლანდია


ფოტო: buzzfeed
ლოფტუსის დარბაზი მთელს ირლანდიაში ერთ-ერთ ყველაზე მოჩვენებებით შეპყრობილ ადგილად ითვლება.



ფოტო: buzzfeed

  • შიშის ქარხანა - სოლტლეიკ სიტი, აშშ


ფოტო: fearfactory
ცემენტის ქარხანა 1800-იანი წლების ბოლოს გაიხსნა და მრავალი თანამშრომელი შეიწირა სასტიკი სიკვდილით, ზოგს თავის მოეკვეთა, ზოგი დაიწვა, ზოგიც დენის დარტყმით გარდაიცვალა. საბოლოოდ, ის დახურეს და 2010 წელს შენობა შიშის ქარხანამ შეიძინა.

კომენტარები