ჩინეთი

ჩინეთში "პანდების კაფეში" პანდების ნაცვლად შეღებილი ძაღლები ჰყავთ

0 კომენტარი

ჩინეთში სამხრეთ-დასავლეთით გიგანტური პანდების სამშობლოში, ჩენგტუს პროვინციაში მდებარე ახლადგახსნილ "პანდების კაფეში" პანდას 6 ბელის ნაცვლად შეღებილი ჩინური ჩაუ-ჩაუს ჯიშის ძაღლები ჰყავთ.

კაფის პატრონმა გვარად ხუანგმა თქვა, რომ ძაღლების შესაღებად ის საღებავს იაპონიიდან ყიდულობს.

ხუანგს თითო ძაღლის შეღებვა ისე, რომ პანდას დაემსგავსოს, დაახლოებით, 211 აშშ დოლარი უჯდება. 

ერთერთი ჩინელი ვეტერინარის ლი ტაიპინგის თქმით, შეღებვამ, შესაძლოა, ძაღლის კანისა და ბეწვის დაზიანება გამოიწვიოს. მან ხალხს ურჩია, რომ თავიანთი ძაღლების ბეწვი არ შეეღებათ. 

ვიდეო თავდაპირველად ჩენგტუს ადგილობრივმა მედიამ ჩინურ ინტერნეტსივრცეში გაავრცელა, რაც ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა იხილა. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები