ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

23 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, ხიზაბავრის, ვეკუას, აკაკი ვასაძის, ქერჩის, ხიზამბარელის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და ბუკისციხის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:30 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუჯირიშვილის, ბეღლეთის, ჟონეთის, კაიშაურის, ნიაბის, კიკეთის და შილდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები