სნუპ დოგი

სნუპ დოგს 48 წლის იუბილეზე 48-"ჯოინთიანი" თაიგული აჩუქეს

TMZ.com

20 ოქტომბერს, სნუპ დოგი 48 წლის გახდა და მას დაბადების დღის წვეულებაზე 48-"ჯოინთიანი" თაიგული აჩუქეს.

თაიგული ყვავილებში იყო შეფუთული, შიგნით კი მარიხუანა იდო. დიზაინზე ლესლი ქეი მონროიმ იზრუნა, რომელიც თაიგულების დიზაინერია.

საჩუქრის გადაცემამდე, თაიგული სნუპ დოგის მარიხუანაზე კონცენტრირებული მედიის Merry Jane-ის თანამშრომლებმა ნახეს და დარწმუნდნენ, რომ რეპერს ეს მოეწონებოდა.

თაიგულში სხვადასხვა ჯიშის მარიხუანა იდო.

ყველასთვის ცნობილია სნუპ დოგის სიყვარული მარიხუანას მიმართ. ის, სატელივიზო ეთერებში ხშირად ჩნდება ხოლმე "ჯოინთით" ხელში და არც იმ ფაქტს მალავს, რომ ხშირად ეწევა.

რეპერმა Merry Jane 2015 წელს დაარსა. მედია, უმეტესად მარიხუანას შესახებ ინფორმაციებს ავრცელებს, ასევე აკეთებენ ვიდეოებსაც, რომელიც სხვადასხვა ჯიშებისა და მცენარის მოქმედების შესახებ მოგვითხრობს.

კომენტარები