ტაქსების რეგულაცია

კალაძე: პირველი ოქტომბრიდან დღემდე 2 ათასი ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა

0 კომენტარი
ფოტო: instagram/kakhakaladze

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით პირველი ოქტომბრიდან დღემდე ნებართვის გარეშე ტაქსაობისთვის და წესების დარღვევისთვის დღემდე 2 ათასამდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა. 

კალაძე ამბობს, რომ 700 მძღოლი რეფორმის დაწყების დღეს, პირველ ოქტომბერს დაჯარიმდა. თბილისის მერის თქმით, პარლამენტთან შეთანხმებით პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ მძღოლებს ჯარიმა ერთჯერადი აქტით ჩამოეწერებათ. 

როგორც კალაძე ამბობს სხვა დღეებში დაჯარიმებულ მძღოლებზე ჯარიმების ჩამოწერა არ გავრცელდება. კალაძე ამბობს, რომ კანონდამრღვევი მძღოლების დაჯარიმება მომავლშიც გაგრძელდება. 

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და საპატრუlო პოლიციის უფროსს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები