კალაძე: ქალაქში A კატეგორიის 11 ათასი ტაქსია რეგისტრირებული

კახა კალაძის თქმით, თბილისში რეგისტრირებული A კატეგორიის ტაქსების რაოდენობა 11 ათასია. 

კალაძე ამბობს, რომ ამ კატეგორიის ტაქსების რაოდენობა ყოველკვირეულად იზრდება. კალაძის თქმით, ეს მზარდი ტენდენცია ადასტურებს, რომ რეფორმა შედგა. 

თბილისის მერის თქმით, ამ წარმატების მიუეხადავად არის ტაქსების გარკვეული რაოდენობა, რომელთაც სრულად არ აქვთ თეთრი ფირი გადაკრული და ეს სერიოზული პრობლემას წარმოადგენს. კალაძემ მის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა ამ პროცესის ზედამხედველობა, რათა A კატეგორიაში გამავალი ტაქსები სრულად აკმაყოფილებდნენ სტანდარტს. 

ამავდროულად თბილისის მერმა განაცხადა, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ წესრიგში მოეყვანონ საკუთარი ავტომობილები და ისინი უპრობლემოდ შეძლებენ მუშაობას. კალაძემ ისაუბრა მერიის მიერ გაცემული მანათობლების რაოდენობაზეც. 

როგორც კალაძე ამბობს ამ დროისთვის მერიამ 9 ათასამდე ტაქსის მანათობელი გასცა. კალაძის თქმით, რეგისტრირებული ტაქსების 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა. 

ამ დროისთვის აქტიური ტაქსების რაოდენობა თბილისში 17,743-ია. 

კომენტარები