საბანკო რეგულაციები

გვენეტაძე: თუ საბანკო რეგულაციებში ზედმეტი ბიუროკრატიაა, გვინდა, ამ მხრივ გავამარტივოთ

ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციების გამარტივებაზე საუბრობს.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს სურს, რეგულაციებს "ზედმეტი ბიუროკრატია" ჩამოაცილოს:

"ჩვენ ამ შემთხვევაში ვაანალიზებთ ყველა ამ ინფორმაციას და ახლა ვართ ზუსტად ამ პროცესში რაც გვაქვს და იმისათვის, რომ პროცესი უფრო მარტივი გავხადოთ, პროცესს მოვაშოროთ, თუკი რაიმე ზედმეტი ბიუროკრატია არის, ჩვენ გვაქვს ასეთი სურვილი, რომ ეს რეგულაციები ამ მხრივ გავამარტივოთ, ისე, რომ ის ძირითადი პრინციპი, რაც არის ჩადებული ამ დოკუმენტში, დაცული იყოს."

საბანკო რეგულაციების გამარტივებაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სექტემბერშიც საუბრობდა.

"ჩვენ ყოველთვის ვუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს რეგულაციების გადახედვა, ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ პროცესი ამგვარად წარიმართებოდა ვმუშაობთ იმაზე, რომ უფრო გამარტივდეს რეგულაციები და იყოს უფრო მეტად გასაგები." - თქვა გვენეტაძემ 17 სექტემბერს.

შეგახსენებთ, რომ ახალი საბანკო რეგულაციებით ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.

კომენტარები