საზოგადოებრივი ტრანსპორტი

"მეტროში მგზავრთა ნაკადის მატება ხალხს უნდა უხაროდეს" - ვიცე-მერი სიხარულის მიზეზებს ხსნის

თბილისის ვიცე მერი-ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაკადის მომატება უნდა უხაროდეს.

ხმალაძე სიხარულის სამ მიზეზს ასახელებს: საზოგადოება აქტიურად იწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას, ქალაქში ნაკლები საცობები იქნება, ნაკლებად დაბინძურდება ჰაერი.

„თუნდაც ორი საათი დაჭირდეს გზას, ეს სჯობს, ვიდრე დაავვადდეთ,“ - ამბობს ხმალაძე.

ხმალაძეს ჟურნალისტებმა ვიდეო აჩვენეს, სადაც მეტროში ვაგზლის მოედანზე მგზავრთა ძალიან დიდი რაოდენობაა, ვიცე-მერი ამბობს, რომ ვაგზლის მოედანზე ყოველთვის იყო მოზღვავებული ნაკადი.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მეტროში მგზავრთა ნაკადის მომატება მას შემდეგ შეინიშნება, რაც ტაქსის რეგულაციების ბოლო ეტაპი ამოქმედდა და ქალაქში ტაქსების რაოდენობა შემცირდა, რამაც შესაბამისად ტაქსის გაძვირება გამოიწვია, ასევე გართულდა ქუჩაში თავისუფალი ტაქსის გაჩერება ან გამოძახება. 

კომენტარები