ზუგდიდი

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი დაშავდა

flickr

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაწულუკუში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს უთხრეს, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაშავდა.

ინტერპრესნიუსის ცნობით, 3 დაშავებულიდან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები