რუსეთი

რუსული ტელეკომპანია СПАС ერთერთ მონასტერში რეალითი შოუს გადაღებას გეგმავს

რუსულმა ტელეკომპანიამ დააანონსა რეალითი შოუ, რომელიც სამონასტრო ცხოვრებას შეეხება. 

როგორც არხი СПАС (ხსნა) თავის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში წერს, რეალითი შოუს მონაწილეები სელიგერის ტბასთან მდებარე ნილოვის მონასტერში ერთი თვის განმავლობაში ბერების მსგავსად იცხოვრებენ. 

ტელეკომპანიის ცნობით, რეალითი შოუს გადაღებები ნოემბერში დაიწყება. ამ ეტაპზე СПАС რეალითი შოუს გმირებს ეძებს. 

"პირველად ტელეეთერში. სამყაროსგან მოშორებული რეალითი. გაიცანი საკუთარი თავი და სამონასტრო ცხოვრება. გახდი ერთერთი მოხალისე,"- წერია ტელეკომპანიის ანონსში. 

კომენტარები