ჰონგ-კონგი

პატიმარი, რომლის გამოც ჰონგ-კონგში ექსტრადაციის კანონპროექტის იდეა წამოწიეს, გაათავისუფლეს

HKFP

23 აგვისტოს ჰონგ-კონგში გაათავისუფლეს მკვლელობაში ბრალდებული, რომლის ქმედებამაც ჰონგ-კონგში ჩინეთში ექსტრადირების კანონპროექტის იდეა წამოწია და რასაც რამდენიმე თვიანი ანტისამთავრებო პროტესტი მოჰყვა. ის ახლა ამბობს, რომ ტაივანში, მკვლელობის ადგილას, თავად ჩავა და პოლიციას ჩაბარდება. ტაივანს ეს იდეა არ მოწონს და ჰონგ-კონგთან სამართლებრივ კავშირს ითხოვს.

გასული წლის თებერვალში 19 წლის ჩან თონგ ქაიმ ტაივანში მოგზაურობის დროს მისი 20 წლის შეყვარებული პუნ ჰიუ ვინგი მოკლა. ჩვენების თანახმად, გამგზავრებამდე სასტუმროს ნომერში პუნმა ჩანს უთხრა, რომ ის მისი ყოფილი შეყვარებულისგან რამდენიმე კვირის ორსული იყო. ამას შეკამათება და ჩანის მიერ პუნის მკვლელობა მოჰყვა.

ტაიპეის პოლიციამ პუნის სხეული ტაივანში 13 მარტს იპოვა. ჩანი მალევე დააკავეს ჰონგ-კონგში, თუმცა, არა მკვლელობის, არამედ ქურდობის ბრალდებით. ამის მიზეზი იყო ის, რომ ჰონგ-კონგს და ტაივანს ექსტრადირების შესახებ შესახებ სამართლებრივი შეთანხმება არ აქვთ. ჰონგ-კონგში ვერ დაამტკიცეს, რომ სავარაუდო მკვლელობა წინასწარ, ჰონგ-კონგში იყო დაგეგმილი, ამიტომ პროკურორებმა მას მკვლელობის ბრალი ვერ წარუდგინეს. ჩანს პუნისგან მოპარული თანხის გამო ბრალი წარუდგინეს და 29-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამ საქმის შემდეგ ჰონგ-კონგმა კონტინენტურ ჩინეთთან, ტაივანთან (როგორც ჩინეთის ნაწილთან), მაკაუსთან ექსტრადირების კანონპროექტის მიღების საკითხი წამოწია. 

დღეს ჩანი 19-თვიანი პატიმრობის შემდეგ ჩანი გაათავისუფლეს. 23 ოქტომბერს ჩანის გათვისუფლება ჩინეთში ექსტრადირების კანონის ოფიციალურად გაწვევას დაემთხვა. 

გათავისუფლების შემდეგ ჩანმა თქვა, რომ ტაივანში წავიდოდა და პოლიციას ჩაბარდებოდა, რადგან ნანობდა თავის დანაშაულს.

ეს იდეა ტაივანს არ მოსწონს. ტაივანს, რომელსაც ჩინეთი მის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს ექსტრადირება სურს, რითაც გაიმყარებს თავის პოზიციას, როგორც ჩინეთისგან დამოუკიდებელი ერთეული. ტაივანი ჰონგ-კონგთან სამართლებრივ თანამშრომლობას ითხოვს.

ტაივანის კონტინენტური ჩინეთის საგარეო საქმეთა საკონსულოში თქვეს, რომ დაუჯერებელი იყო, რომ ჩანი თავისი ნებით გამომგზავრებულიყო ტაივანში - "'ჩაბარების' პოლიტიკურ დაგეგმვის გამო, იმავე ფრენაზე სრულიად უარყოფენ მგზავრთა უსაფრთხოების რისკებს".

ტაივანმა ჰონგ-კონგს შესთავაზა, რომ ჰონგ-კონგში აიყვანდნენ ბრალდებულს, თუმცა ჰონგ-კონგში ტაივანის პოლიციას მოქმედება არ შეუძლია. 

"გათავისუფლების შემდეგ ჰონგ-კონგის მთავრობას არ აქვს უფლება, რომ მასზე რაიმე შემზღუდავი ზომა დააწესოს. მას შეუძლია ტაივანში ჩავიდეს. ჩასვლის შემდეგ კი ტაივანს მისი დაკავება შეეძლება," - ამბობენ ჰონგ-კონგელი მაღალჩინოსნები. 

ჩინეთი ტაივანს მის განუყოფელ ნაწილად თვლის. ჩინეთმა დაიმუქრა, რომ იმ შემთხვევაში თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, კუნძულზე სამხედრო ძალას გამოიყენებდა.

ოფიციალური პეკინი უკვე წლებია ძლიერი დემოკრატიული მმართველობის ტაივანს იმავე "ერთი ქვეყნის, ერთი სისტემის" მოდელს სთავაზობს, რითაც ჰონგ-კონგი 1997 წელს ბრიტანეთმა ჩინეთს გადასცა. ჩინეთის მხრიდან ამ მოდელის უგულვებელყოფა კი ჰონგ-კონგის მიმდინარე აქციებზე გამოჩნდა.

ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს.

  • რა ხდება ჰონგ-კონგში?

თავდაპირველად აქციები ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო. ჰონგ-კონგელები შიშობდნენ, რომ ექსტრადირებით ოფიციალურ პეკინს ნებისმიერი ჰონგ-კონგელის კონტინენტურ ჩინეთში გასამართლება შეეძლებოდა, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ და სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. აქციების დაწყებიდან მე-5 თვეს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა კანონპროექტი გაიწვია. პროდემოკრატიული აქციები პოლიციამ არაერთხელ ძალადობრივად დაშალა - დარბევის დროს, სულ მცირე, ოთხმა ადამიანმა თვალი დაკარგა, აქციებზე პოლიციამ მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლა. აქციების მიმდინარეობისას ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევას კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაემატა - თავისუფალი არჩევნები, აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება, პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. ატაშეების ინფორმაციით, ჩინეთმა ჰონგ-კონგში სამხედრო პერსონალის რიცხვი ფარულად გააორმაგა.

აშშ-ში ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტის მიღებაზე მსჯელობენ, რითაც შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ. 

"რათქმაუნდა, ჩინეთს [სავაჭრო] შეთანხმების მიღწევა სურს. დაე, თავდაპირველად ჰონგ-კონგთან იმუშაონ ჰუმანურად!" - განაცხადა ტრამპმა.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით, რითაც ჰონგ-კონგს განსაკუთრებული ავტონომია მიენიჭა. ჰონგ-კონგი კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები