თბილისის ქუჩები, რომლებსაც 24 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

ხვალ, 24 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ოთარ ჩხეიძის, მარიჯანის, გაბაშვილის, პეტრე ქავთარაძის, ჯურხა ნადირაძის, დავით თავხელიძის, მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის, გამრეკელის და კუტუზოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, ირინა შტენბერგის, ვახუშტი ბაგრატიონის, ზუგდიდის, სოხუმის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I მიკრორაიონის, ნავთლუღის დასახლების, სამგორის დასახლების, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის, ალექსანდრე წულუკიძის, ანთიმოზ ივერიელის, ლაღიძის, ანდღულაძის, ტატიშვილი, ჯიქიას, მათიაშვილის, შალვა მშველიძის, გოჩა ონაშვილის, ნავთლუღის, ოსიპ მანდელშტამის, ბუკისციხის, წალენჯიხის, ზურაბ ბეგიაშვილის, ჩოჩუას, იოსებ და ლეონ ორბელების, ხარაბაძის და დავით კვაჭანტირაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 20 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, როდენის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები