ყოფილი პროკურორი

"პროკურატურამ განმარტება უნდა გააკეთოს" - გახარია ყოფილი პროკურორის Facebook პოსტზე

მთავრობის ადმინისტრაცია

ყველა ის შემთხვევა სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის, სადაც კანონს ვარღვევთ, უნდა იყოს გამოძიებული - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის Facebook პოსტს. მისი თქმით, ის პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას დაელოდება. 

"თუ ეს სიმართლეა, ეს არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი უწყებაა და უნდა გააკეთოს განმარტება ამის შესახებ"- თქვა გახარიამ. 

ყოფილმა პროკურორმა Facebook-ზე საჯარო პოსტი გუშინ, 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სალომე ადეიშვილი საუბრობს უწყებაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, ნეპოტიზმზე, პროკურორების დამოუკიდებლობაზე და კონრეტულ საქმეებზე კონკეტული პირების მიერ "დავალებაზე", შერჩევით სამართალზე, სექსუალურ შევიწროებაზე და ა.შ.

ყოფილი პროკურორი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და წერს, რომ "პატრონის" და "ჩალიჩის" გაერშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი (მინიმალური გამონაკლისებით)". სალომე ადეიშვილი საქმეები უსამართლო გადანაწილებაზე, ასევე, სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებაც საუბრობს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ყოფილი პროკურორის Facebook პოსტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

კომენტარები