ყოფილი პროკურორი

ჩუგოშვილი ყოფილი პროკურორის FB პოსტზე: მეორე მხარეს რომ ჰკითხო, სხვა მოსაზრება ექნება

parliament.ge

ყოფილი პროკურორის, სალომე ადეიშვილის Facebook პოსტს, სადაც ის უწყებაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, ნეპოტიზმზე, პროკურორების დამოუკიდებლობაზე, შერჩევით სამართალზე და სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა.  

ჩუგოშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში შევიწროებისგან დაცვის მექანიზმები არსებობს და ეს მექანიზმები არის გამართული და კარგად მუშაობს. მისი თქმით, ასეთი თემები, თუნდაც ვარაუდის დონეზე გამოთქმული, არის თემა რომლითაც პარლამენტი შეიძლება დაინტერესდეს, "განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ეს ეხება სისტემურ განვითარებას ან სისტემურ პრობლემას". 

"არ ვიცი ვინ არის და კონკრეტულად მისი ისტორია. დარწმუნებული ვარ მეორე მხარეს რომ ჰკითხო აბსოლუტურად სხვა მოსაზრება ექნება ამაზე"- აღნიშნა ჩუგოშვილმა. 

ყოფილმა პროკურორმა Facebook-ზე საჯარო პოსტი გუშინ, 22 ოქტომბერს გამოაქვეყნა. ადეიშვილი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საუბრობს და წერს, რომ "პატრონის" და "ჩალიჩის" გაერშე შუშის ჭერი კი არა ბეტონის დიდი ფილა გაქვს თავზე შეზრდილი (მინიმალური გამონაკლისებით)". სალომე ადეიშვილი საქმეები უსამართლო გადანაწილებაზე, ასევე, სამსახურში სექსუალური შევიწროების შესახებაც საუბრობს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ყოფილი პროკურორის Facebook პოსტთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

კომენტარები